ზაფხულის სემესტრში ლექციებს მხოლოდ ძირითადი შტატის აკადემიური პერსონალი კითხულობს, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება არ არის დამოკიდებული ჯგუფების ან წაკითხული საათების რაოდენობაზე, რადგან ისინი ყოველთვიურად ფიქსირებულ ხელფასს ღებულობენ, ამიტომ ზაფხულის სემსტრში, ლექციების წაკითხვაში დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ. მათთვის ეს მხოლოდ დამატებითი შრომაა.
ზაფხულის სემესტრი სტუდენტისთვის სულაც არ არის სავალდებულო, მაგრამ სასურველია შემდგომი მომენტების გათვალისწინებით:
სტუდენტი ლექციის თუ ლექციების გაცდენის შემთხვევაში თანხას არ იხდის . მას შეუძლია გააცდინოს ლექციები და ამის გამო არანიარი სახის ფინანსური ჯარიმა არ დაეკისრება. სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტში ყოველ ლექციაზე წერს ქვიზს, რაც გულისხმობს, წინა ლექციაზე ახსნილი მასალისა და დავალების გამოკითხვას (ქვიზი –1.8 ქულა), ქვიზებით მიღებული ქულები ქმნიან სტდენტის საბოლოო შეფასების ერთ-ერთ კომპონენტს, ამგვარად ხშირად გაცდენილი ლექციები სტუდენტის შეფასებაზე აისახება. გარდა ამისა, ლექციის გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი ვერ მიიღებს დასწრების წასახალისებლად უნივერსიტეტის შეფასების სისტემაში გათვალისწინებულ ბონუს- 6 ქულას.
საქართველოს უნივერსიტეტში არ არსებობს ერთიანი სტუდენტური თვითმმართველობა . ამერიკიული და ევროპული უნივერსიტეტების მსგავსად, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ერთიანდებიან საერთო ინტერესების მიხედვით თვითმმართველ სტუდენტურ კლუბებში. ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს ოცამდე (სპორტული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ხელოვნების და სხვა.) სტუდენტური კლუბი. საერთო ინტერესის მქონე ნებისმიერ 15 სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს ახალი კლუბი. საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტურ საქმეთა ცენტრის სახით, საგრანტო კონკურსების შედეგად გამოყოფს ბიუჯეტიდან თანხებს კლუბებისა და სტუდენტური აქტიურობების დასაფინანსებლად. ასევე, უნივერსიტეტი აფინანსებს კლუბების ან სტუდენტების მიერ ინდივიდუალუად წარმოდგენილ წარმატებულ პროექტებს.
თვითმართველი სტუდენტური კლუბების მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიება საჯაროა და ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველა სტუდენტისთვის, საიტების: www.ug.edu.ge /ჩემი UG და www.facebook.com/ug.edu.ge, უნივერსიტეტში გავრცელებური კედლის განცხადებების და მოსაწვევების საშუალებით. ღონისძიებების საჯაროობას თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
ეს ჭორი დაახლოებით ისევე უსაფუძვლოა, როგორც 2012 წელს სამყაროს დასასრულის შესახებ მითი. თუ 2012 წელს სამყარო განადგურებას გადაურჩა, საქართველოს უნივერსიტეტს დახურვა არ ემუქრება:)
ვფიქრობთ , ამ ჭორის წარმოშობა 2012 –2013 წლების არჩევნებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტი, ისევე, როგორც ყველა ბიზნესი გარკვეულ წილად დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამ მხრივ, არც საქართველოს უნივერსიტეტია გამონაკლისი. ამ აზრის ავტორებსა და გამავრცელებლებს საქართველოს უნივერსიტეტის არსებობა, წარმატება თუ წარუმატებლობა ბევრად უფრო დამოკიდებული ჰგონიათ პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
2008 წელს საქართველოს უნივერსიტეტი აღომსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი უმაღლესი სასწავლებელი გახდა, რომელმაც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენის სააგენტოსგან (OPIC) 8 მლნ. აშ.შ. დოლარის დაფინანსება მიიღო, რაც ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მოწყობას ხმარდება. ეს უნივერსიტეტის აღიარებას და დიდ წარმატებას ნიშნავდა.
ეს აღიარება კარგად გამოჩნდა OPIC ის პროექტების ფინანსური დირექტორის კენეთ ენჯელის საქართველოს პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილისადმი წარმოთქმულ მიმართვაში 2010 წელის ფორუმზე, ქ. ნიუ-იუორკში, სადაც მან განაცხადა, რომ იგი საქართველოს უნივერსიტეტის სახით ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტს აფინანსებს. საქართველოს უნივერსიტეტი სხვა არა ერთ საერთაშორისო პროექტებშია ჩართული, რაც გრძელვადიან ურთიერთობას გულისხმობს.

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლების მაღალი სტანდარტია, რაც სტუდენტისგან სათანადო მეცადინეობას მოითხოვს.
საქართველოს უნივერსიტეტის სწავლის დონე და ხარისხი შეესაბამება ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების სტანდარტებს. საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მომზადდა სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით. ეს უნივერსიტეტები აღიარებენ საქართველოს უნივერსიტეტის კრედიტებს, ამდენად საქართველოს უნივერსიტეტი ვერ გააცრუების მათ იმედებს და მოლოდინს და ვერ დასწევს სწავლების დონეს. პირველკურსელებისთვის ერთადერთი გზა არის სეროზული მეცადინეობა და მუშაობა პროგრამის დასაძლევად.
საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია, განათლებული, სათანადო ცოდნითა და პრაქტიკული უნარ–ჩვევებით აღჭურვილი თაობის აღზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო შრომის ბაზარზე.
სტუდენტის აკადემიურ წარმატებას, საშუალო სკოლის პერიოდში დაგროვილი უნარ-ჩვევები და უნივერსიტეტში მისი სწავლა და ძალისხმევა განაპირობებს. საქართველოს უნივერსიტეტის სტატისტიკური კვლევების დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ეროვნულ გამოცდებზე უნარ-ჩვევებში 50% -ზე დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტებს ბევრად მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდებათ საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამის დასაძლევად, ვიდრე უნარ-ჩვევებში 50%ზე მაღალი ქულების მქონე მათ თანაკურსელებს. სინამდვილეში კი პირიქით ხდება,ეროვნული გამოცდების შემდეგ უნარებში დაბალი მაჩვენებლით მოხვედრილი სტუდენტების მიერ ლექციების გაცდენების რაოდენობა თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მაღალი უნარებით მოხვედრილი მათი თანაკურსელების, რაც უცილობლად შესაბამის შედეგსაც განაპირობებს.
![]() |
რაც უფრო მეტია გაცდენა მით ურო ნაკლებია მიღებული ქულა |
![]() |
![]() |
თუ პირველკურსელთა გაცდენების რაოდენობას შევადარებთ მაღალკურსელთა გაცდენებს, აქაც ანალოგიურ სურათს მივიღებთ: პირველკურსელთა გაცდენები თითქმის 2-ჯერ მეტია სემესტრის შესაბამის დღეებში.
სკოლის (ფაკულტეტის) მიერ ორგანიზებულ სემინარზე დასწრების შემთხვევაში სტუდენტს წლის ბოლოს , GPA-ს გამოთვლისას, დამატებით ბონუს–ქულები ემატება. სემესტრში ტარდება სკოლის 10 სემინარი და თითოეულზე დასწრებაში სტუდენტი 0,2 ქულას იღებს. შეასაბამისად, ყველა სემინარზე დასწრების შემთხვევაში სტუდენტი საბოლოო GPA-ს გამოთვლისას 2 ბონუს ქულას დაიმსახურებს.